ჟოზეფ ბორელი: რუსებმა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია

რუსეთის უკრაინაში შეჭრა რუსული არმიის დიდი მარცხია. ისინი შეეცადნენ კიევის დაპყრობას და ვერ შეძლეს. ახლა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ისინი შეეცადნენ კიევის დაპყრობას და ვერ შეძლეს. ახლა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია. ისინი აგროვებენ თავიანთ ჯარებს აღმოსავლეთში და უკრაინელები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი შეტევის განხორციელებას აპირებენ დონბასში“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელში.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ:

გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა