გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში ბავშვების ორმესამედს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. აღნიშნულის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ ხელმძღვანელმა, მანუელ ფონტენმა განაცხადა.
"უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა. მსგავსი ვითარება 31 წლიანი მუშაობის განმავლობაში არსად უნახავს", - განაცხადა ფონტენმა.
ამასთან, გაერომ უკრაინაში 142 ბავშვის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს საბოლოო რიცხვი არ არის და ის აუცილებლად გაიზრდება.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.