პუტინი: ბელორუსი შესაფერისია რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ბელორუსის მოედანი“ სრულიად შესაფერისია შემდეგი კონტაქტებისთვისა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის.  ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბელორუს კოლეგებს მათ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის კარგი ორგანიზებისთვის. უკრაინულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყება დიდწილად შესაძლებელი გახდა ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პირადი ძალისხმევის წყალობით. ჩვენ გვჯერა, რომ ბელორუსის პლატფორმა საკმაოდ შესაფერისია შემდგომი კონტაქტებისთვის“, - თქვა პუტინმა ბელორუს კოლეგასთან ამურის რეგიონში მოლაპარაკების შემდეგ.

7 აპრილს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცახდა, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს,

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი 29-30 მარტს სტამბოლში გაიმართა. 

28 მარტს ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინა არ უნდა გაიყიდოს და ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა მიიღოს.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკიხეთ 

ლუკაშენკო: უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩვენს გარეშე არ უნდა მიმდინარეობდეს