Europetime-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკარედიტაციაზე უარი უთხრეს.
„ალტ-ინფო” გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
დღეს, "ალტ-ინფომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 11 აპრილის ბრიფინგზე, რომელზეც მან ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე ისაუბრა, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.
გუშინდელ ბრიფინგზე გადამღები ჯგუფის არშეშვების გამო კი „ალტ-ინფოს“ არხზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს არამარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც.