აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შიდა წინასწარი დისკუსია გამართეს ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრის უკრაინაში გაგზავნის შესახებ, - ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია იუწყება, რომ რამდენადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კიევში უახლოეს მომავალში ვიზიტი ნაკლებად სავარაუდოა.
ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, ოფიციალური პირები განიხილავდნენ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის უკრაინაში გაგზავნა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კიევს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ეწვია.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ: