დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და ესტონეთი იქნებიან პირველები უკრაინის მომავალი ისტორიის ყველა გვერდზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თვალით ნახონ, რა მოხდა ამ პატარა ქალაქებში, რომლებიც გადაწვეს და აწამეს. ეს არის ის, რაზედაც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ეს ეხება არა ომს, არამედ რაღაც საშინელებას, ტრაგედიას, აუხსნელ მოვლენას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, უკრაინაში 13 აპრილს ჩავიდნენ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ