"ბოლო 24 საათში დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება შევძელით. განადგურებულია ოთხი ტანკი, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ.
რუსეთის არმიის მთავარი სამიზნე კვლავ ლუგანსკის ოლქის დასახლებებია, რომელთა დაკავებასაც ის უშედეგოდ ცდილობს.
"ბოლო 24 საათში მათ შეძლეს დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება. განადგურებულია ოთხი ტანკი, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა. ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ძალები გამაგრებას ცდილობენ, ავსებენ საწვავის მარაგს და უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერვას ატარებენ. რუსეთი აგრძელებს სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს უკრაინის დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურაზე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
ასევე წაიკითხეთ: