"რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის", - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალური ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინას 24 სახანძრო მანქანას და 50 სასწრაფო დახმარების ავტომობილს გადასცემს.
„უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ ადგილზე და ეხმარებიან უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლო ორგანოების წარმომადგენლებს, რათა მათ შეაგროვონ მტკიცებულებები და დაადგინონ დამნაშავეები. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს. ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით და კიდევ გავაგრძელებთ კიევის დახმარებას“, – წერს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.