გაერო: უკრაინაში 870 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა

უკრაინაში 870 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ყოველდღიურად ქვეყანაში 30 ათასი ადამიანი ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

"ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება უკრაინაში ჰუმანიტარულ პრობლემებს ამძიმებს. ომის დაწყების დღიდან საკუთარი სახლი 11,7 მილიონმა უკრაინელმა დატოვა: 4,6-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა, 7,1 კი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.


ასევე წაიკითხეთ:

გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა