ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს - სენატორი ჯიმ რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება.

„ის ფაქტი, რომ ლუკაშენკომ „ინაუგურაცია“ საიდუმლოდ გამართა, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მან, როგორც ლიდერმა, ,ლეგიტიმურობა დაკარგა. ის ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს“, - დაწერა სენატორმა ჯიმ რიშმა Twitter-ზე.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.