უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შმიგალთან ერთად უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან ფინანსთან მინისტრი სერგი მარჩენკო და ცენტრალური ბანკის მმართველი კირილო შევჩენკო.
"უკრიანული დელეგაცია ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ: