უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე.

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

ცნობისთვის, უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.