რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მერიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსი გენერალი მოკლეს. ამავე ცნობით, შაბათს, სანქტ-პეტერბურგის მერი, ალექსანდრე ბეგლოვი სერაფიმოვსკოეს სასაფლაოზე დაესწრო დაკრძალვას.
„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ნამდვილ გმირს. ვლადიმერ პეტროვიჩ ფროლოვი გმირულად დაიღუპა უკრაინელ ნაციონალისტებთან ბრძოლაში. მან სიცოცხლე გასწირა, რომ დონბასში ქალებმა და ბავშვებმა ბომბების აფეთქბის ხმა აღარასდროს გაიგონ“, - განაცხადა ალექსანდრე ბეგლოვმა. მან ფროლოვს „ნამდვილი პატრიოტი უწოდა“.
ასევე წაიკითხეთ
მიხაილო პოდოლიაკი: ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 რუსი გენერალი მოკლეს
მედია: უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა