ქალაქ ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაკსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა ექვსი და დაშავდა რვა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. ცნობები ზუსტდება“, – წერს კოზიცკი.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს