საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა სადგურის ტერიტორიაზე 5 რაკეტა ჩააგდეს.
დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა