ვლადიმერ პუტინმა ქვეყნებთან ვაჭრობის რუბლებსა და ეროვნულ ვალუტებში გადაყვანის დაჩქარების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა ქვეყნებთან ვაჭრობის რუბლებსა და ეროვნულ ვალუტებში გადაყვანის დაჩქარების ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგის სანქციების პოლიტიკა ჩაიშალა.

ამასთან, პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 17.5 პროცენტია.

„ცხადია, ბოლო დროს ეკონომიკისთვის მთავარი ნეგატიური ფაქტორი იყო სანქციების ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებიდან. გათვლა იყო სწრაფად შეერყიათ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, გამოეწვიათ პანიკა ბაზრებზე, კოლაფსი - საბანკო სისტემაში, საქონლის დიდი დეფიციტი მაღაზიებში. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა. უფრო მეტიც, სანქციებმა უკვალოდ არ ჩაიარა თავად ინიციატორებისთვისაც, ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, ევროპელების ცხოვრების დონის შემცირებას, მათი დანაზოგების დევალვაციას. რუსეთმა, როგორც უკვე ვთქვი, გაუძლო ამ უპრეცედენტო წნეხს. ვითარება სტაბილიზირდება“,- განაცხადა პუტინმა.


ასევე წაიკითხეთ:

ვლადიმერ პუტინი: ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ, დაუწესონ ანტირუსული შეზღუდვები რუსეთს, დასავლეთი უპრეცედენტო კრიზისამდე მიიყვანა