მედია: მოსკოვში „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ცოლ-შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში ოჯახის წევრებთან ერთად „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადისლავ ავაევს, ცოლსა და მათ არასრულწლოვან შვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

წინასწარი ვერსიით, ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონფლიქტი გამხდარიყო. მედიის ცნობით, ავაევი კომპანია „კარბონიქსის“ ერთ-ერთი დამფიძნებელია. კომპანია ძვლის შემცვლელ იმპლანტებს აწარმოებს. კომპანიის მეორე დამფუძნებელია ანასტასია კარნეევა, რომელიც ფედერალური საგამოძიებო სამსახურის გადამდგარი გენერლის ნიკოლაი ვოლობუევის შვილია.