თეგი: მკვლელობა

პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სავარაუდოდ, მწყემსმა 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა

კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მწყემსმა 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ, ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. „დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", - განაცხადა ბრალდებულმა. 34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით, ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. ცნობისთვის, ბრალდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ავრცელებს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა. დანაშაულის 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით“, - აცხადებს შსს. ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. ამავე თემაზე ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურორ გიორგი ქობულაძის განცადებით, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა. ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მკვლელობა მოხდა - მოკლულია 2 პირი

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი პირი, არიან დაჭრილებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, შეიარაღებულმა პირებმა 154 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა 154 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ Al Jazeera წერს. შეიარაღებული პირები, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებიან, ესვრიან სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებას. ამასთან, ადგილობრივი მთავრობის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებელნი არიან შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები და ბოკო ჰარამის მებრძოლები.  

მედია: მოსკოვში „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ცოლ-შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში ოჯახის წევრებთან ერთად „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადისლავ ავაევს, ცოლსა და მათ არასრულწლოვან შვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. წინასწარი ვერსიით, ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონფლიქტი გამხდარიყო. მედიის ცნობით, ავაევი კომპანია „კარბონიქსის“ ერთ-ერთი დამფიძნებელია. კომპანია ძვლის შემცვლელ იმპლანტებს აწარმოებს. კომპანიის მეორე დამფუძნებელია ანასტასია კარნეევა, რომელიც ფედერალური საგამოძიებო სამსახურის გადამდგარი გენერლის ნიკოლაი ვოლობუევის შვილია.

თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი – 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს თბილისში, ა.ლ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ს.მ.-ს თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.მ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულის ადგილი მოასუფთავა, გაზის მილი ჩახსნა და დაზარალებულის ბუნებრივი აირით გარდაცვალების იმიტაცია შექმნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.  

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რ. მ.-მ მეუღლეს ს. კ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. შსს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა „სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - იტყობინება პროკურატურა.  

შსს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. თბილისში, კაცმა ცოლი ავტობუსში მოკლა „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ავტობუსში მკვლელობა მოხდა. სავარაუდოდ, კაცმა ცოლს ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა ადვოკატმა სულხან კომახიძემ განმარტა, როინ მებონიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ უარყოგს, მაგრამ მისი ფისიქიკური/ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფაქტებს ვერ იხსენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევია. პროკურორის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს კისრის არეში დაახლოებით 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, „სასამართლომ გაითვალისწინ დანაშაულის ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, შემაკავებელი ფაქტორების არარსებობა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეების და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ ჩემი და თითოეული ქართველის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა  

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რ.მ.-მ თანნაქონი დანით ი.კ.-ს სხეულზე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდგომ, ი.კ.-მ შურისძიების მოტივით, კუთვნილი ავტომანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.მ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ი.კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი: სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში ქალთა სასტიკი მკვლელობები კიდევ ხდება

სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა– ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს. „მინდა, ერთი საკითხი ვახსენო, მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა, ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი. ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რათა ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

BBC: აშშ-ის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა

აშშ-ის ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა. როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, ადამიანებზე თავდასხმის შემდეგ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან როგორც პაციენტები, ასევე მედპერსონალიც. არიან დაშავებულებიც. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.  

მკვლელობის ფაქტზე და დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავეს

პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს - 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას - 1954 წელს დაბადებულ ე.მ.-ს და საკუთარ შვილს - 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში დააკავეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნილია შსს-ს ინფორმაციაში.  

თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სამ პირს ბრალდება წარედგინა, ხოლო ერთი პირის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება. საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კ.მ.-მ, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა ნათესავთან, მისი დასჯის მიზნით ორგანიზება გაუწია ჯგუფურ ძალადობას. 17 ივნისს, კ.მ.-მ მის მეგობრებს, დ.მ.-ს და შ.ჭ.-ს აჩვენა ნათესავის ფოტო, გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ე.წ „კაპიშონიანი“ მოსაცემელები, რის შემდეგაც გლდანის ხევის დასახლებაში მდებარე მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.მ.-ს კუთვნილი ავტომანქანით მივიდნენ, საიდანაც დ.მ. და შ.ჭ. გადავიდნენ, ხოლო კ.მ. და გ.მ. ავტომანქანაში დაელოდნენ. დ.მ. ტელეფონით დაუკავშირდა დაზარალებულს და მოტყუებით ჩაიყვანა კორპუსის მიმდებარედ, სადაც მან და შ.ჭ.-მ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. ძალადობის დროს დ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს, დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც დაჭრილმა ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა. მიყენებული ჭრილობების შედეგად კ.მ.-ს ნათესავი გარდაიცვალა, ხოლო დ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კ.მ.-მ, გ.მ.-მ და შ.ჭ.-მ, ნამდვილად იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. კ.მ.-მ, დ.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, სანაგვე ურნაში გადააგდო დანაშაულის საგანი- დანა და ბრალდებულის მამხილებელი სხვა მტკიცებულებები. სამართალდამცველებმა კ.მ., შ.ჭ. და გ.მ. 18 ივნისს დააკავეს. დ.მ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება 20 ივნისს წარედგინება. კ.მ.-ს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შ.ჭ.-ს ბრალდება 225-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.მ.-ს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.  

ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს

ბაგებში, ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი, ლევან კაჭარავა მოკლეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) დაიწყო. ლევან კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელი იყო. მანვე დააფუძნა კომპანიების ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროები ენერგეტიკა და ლოგისტიკაა.  

ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.  

ნორვეგიამ ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა

ოსლოში, ღამის ბარში მომხდარი სროლის შემდეგ, ნორვეგიაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა. ამის შესახებ NRK იუწყება. ნორვეგიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა.  „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა საშინელი და ღრმად შოკისმომგვრელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ამბის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.  

ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ერთი პირის განზრახ მკვლელობის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კ.ს.-მ ეჭვიანობის საფუძველზე, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით თანასოფლელ მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „სამართალდამცავებმა კ.ს. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ პრიმა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ქუთაისში მკვლელობა მოხდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.  

პოლიციამ ჩიკაგოსთან მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ჩიკაგოს შემოგარენში, ჰაილენდ პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ჩიკაგოს გარეუბანში სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა მოწმეთა ჩვენებების და სხვა ინფორმაციის მიხედვით დაწყებული ძებნის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 4 ივლისს, საღამოს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით ქალაქ ლეიკ-ფორესტის მახლობლად გადაადგილდებოდა. ილინოისის შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, 22 წლის რობერტ კრიმო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 4 ივლისს დილით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებიდან მალევე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფმა პირმა სროლა დაიწყო, 6 ადამიანი მოკლა, 30-მდე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ სახურავზე დატოვებული შაშხანა აღმოაჩინა.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობა გახსნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა განაცხადა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17-ე პენიტენციური დაწესებულების პატიმარ ი.ჩ-ს, საკანში, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-თან, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა, ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი შ.ა. შებოჭა  და მოკვლის განზრახვით, მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა. განხორციელებული ძალადობის შედეგად, პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში,  N17-ე დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება 2021 წლის 26 ივლისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და  ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააგრძელა. გამოძიების პროცესში დათვალიერებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იყო ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ასევე, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით, №17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამავე დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოთხოვილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან. ასევე, სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური გენეტიკურ-ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და სამედიცინო - კრიმინალისტიკური ექსპერტიზები ჩატარდა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“. მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ბრალდებული პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გამოტანილია ბრალდების დადგენილება“, - აცახდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. 

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა ი.ჩ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-ზე ფიზიკურად იძალადა. „ძალადობის შედეგად დაზარალებულმა თავის არეში მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, გარდაიცვალა. პროკურატურამ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

თბილისში კაცმა მეუღლე მოკლა

თბილისში კაცმა მეუღლე მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მკვლელობა მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით არის ჩადენილი და საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. საქმეში მტკიცებულებების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი და მოწმეების ჩვენებებია. ამასთან, დაკავებული ბრალს აღიარებს. შემთხვევა გუშინ თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მოხდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ავიაიაერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერია ლიკვიდირებული. სააგენტო ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო სირიისა და ერაყს გარეთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად, ალ-აგალის ახლო მოკავშირე მძიმედ დაშავდა.  

პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ა.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მკვლელობისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირების მოწყობის საქმეზე კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ვ.ც. დააკავეს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და ვ.ც. ბრალდებულის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.  

თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი კაცი კი მოკლა. ამასთან, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. Europetime დამატებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.  

ფონიჭალაში დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში დედა – 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი – 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობარ გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.  

ადიგენში, 25 წლის კაცი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 25 წლის კაცი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.  ამ ეტაპზე, რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი, უცნობია. როგორც ცნობილია, პოლიციამ ოჯახიდან გარდაცვლილის პირადი ტექნიკა წაიღო. ამასთან, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.  შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულ ტეცუია იამაგამის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს როგორც ცნობილია, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება. ამასთან, 41 წლის იამაგამი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის.  ცნობისთვის, 8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კლინიკაში დაიღუპა.  ასევე წაიკითხეთ: იაპონიის პრემიერ-მინისტრი: ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია  

ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, რომელსაც ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს

28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი 28 ივლისს მოკლეს.  

პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს ცნობით, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.  ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ. ჯ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი 28 ივლისს მოკლეს.    

ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დ.ჯ. – დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადილიდან მიიმალა. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. სამართალდამცველებმა რვა პირი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. პროკურატურამ დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთ (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს მირიან კუკავას ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო. პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და მართლმსაჯულება აღსრულდეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

პროკურორი ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე სასამართლო პროცესზე საუბრობს

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მისი განმარტებით, „მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს“. ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს „დაახლოებით, ღამის ორ საათსა და ათ წუთზე, დაბადების დღეზე მყოფ გიორგი ხორავას ერთ-ერთი სტუმარი მირიან კუკავა შემთხვევით მხარზე მიეჯახა. უმნიშვნელო საბაბით გაღიზიანებულმა გიორგი ხორავამ მის მეგობრებთან, დავიჯ ჯიჯეიშვილთან და გიორგი კუჭავასთან ერთად, აგარაკზე მყოფი სტუმრების მისამართით გინება დაიწყო, მათ შორის, დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით აგრძელებდა ხულინგურ ქმდებებს. ეს ქმედებები ასევე განაგრძო აგარაკის გარეთ ტერიტორიაზე, რა დროსაც დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები. პროკურატურა შუამდგომლობს, რომ დავით ჯიჯეიშვილის მიმართ უალტერნატივოდ უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა, ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ თითოეული ბრალდებულის მიმართ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა - ესენი არიან: რატი ჩაჩანიძე, დავით ხარისჭილაშვილი, ირაკლი ასლანაძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ წინაშე წარსდგა ნიკოლოზ ბაზაძე და განმარტა, რომ მას პროკურატურა ცხოვრებას უნგრევს, ცხოვრება მირიან კუკავას და მის ოჯახს დაენგრა“, - განაცხადა მოგვიანებით პროცესზე დავით ყაზარაშვილმა. ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მკვლელობაში ბრალდებული: ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

„ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი ბრალს არ აღიარებს. პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულს და საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა. „ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკვლელობაში ბრალდებული: ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი ბრალს არ აღიარებს. პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო, სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა, გიორგი გვაჯაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა. „დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო, სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, - ამბობს ადვოკატი.  ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და მოკლული, მირიან კუკავა ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამასთან, მკვლელობის მოტივზე განმარტებებს არ აკეთებს. „29 ივლისს დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას ათვითცნობიერებს, გულწრფელად ინანიებს მას და უკვე 29 ივლისიდან შესაბამისი სასჯელისთვის ემზადება. ამდენად, დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მას ჩემთვის არც უკითხავს და ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა,“ - განაცხადა გიორგი გვაჯაიამ. „მოტივი არის უკვე დეტალებზე საუბარი. დეტალებზე ორი მიზეზის გამო ვერ და არ ვისაუბრებ. პირველი: ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და მეორე: მინდა იცოდეთ, რომ მე გარდა ჩემი პროფესიული ვალდებულების შესრულებისა, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად, საზოგადოების ცნობისმოყვარე ნაწილის დაკმაყოფილების ხარჯზე საზოგადოების შეგნებულ ნაწილს ვერ დავაზარალებ, რომელსაც შეიძლება იმ დეტალების საჯაროდ გახმოვანებით ტკივილი მიადგეს, რასაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა“, - აღნიშა ადვოკატმა. მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა

ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. „გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აკაკი მაისურაძემ. ამასთან, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  

ოზურგეთში, ქალის მკვლელობისთვის, ყოფილი ქმარი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ოზურგეთში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.  ოზურგეთში, ქალის მკვლელობისთვის, ყოფილი ქმარი დააკავეს „შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ბრალდებულმა, ქ. ოზურგეთში, სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც შერიგებისა და თანაცხოვრების ერთად გაგრძელების თაობაზე მოუხდა კამათი, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ბრალდებული დაზარალებულს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, მჭრელი, ბასრი საგნით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და სხვა დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის და სისტემატური შეურაცხყოფისთვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018, 2020 და 2021 წლების განაჩენებით იყო მსჯავრდებული. სამივე საქმეზე პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, საქმეები არსებითი განხილვით დასრულდა და აღნიშნულ საქმეებზე, ბრალდებულს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, დაზარალებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისთვის 2018 და 2021 წლებში მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები. აქვე აღსანიშნავია, რომ ი.ტ.-ს მიერ ბოლო სასჯელის მოხდის შემდგომ, კერძოდ, 21 აპრილს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, მკვლელობის ჩადენამდე, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ რაიმე საჩივრით სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. ი.ტ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”,- აღნიშნავენ პროკურატურაში. მათივე ცნობით, გარდაცვლილის მცირეწლოვან შვილთან, საგამოძიებო ორგანოების ჩართულობით მუშაობენ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. „ დაზარალებულის გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ფსიქოლოგის მონაწილეობით ჩატარდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქვე, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა, დაზარალებულებში ნიჰილიზმი გააჩინოს, რასაც შედეგად მსხვერპლის მხრიდან მოძალადის მხილების და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვისგან თავშეკავება მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს დაზარალებულის მხრიდან ნდობა სამართალდამცავი უწყებებისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროკურატურა, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს და მართლმსაჯულება აღსრულდეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ქობულეთში მკვლელობა მოხდა

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს.  

თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად

თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად. დაკავებულია ბიჭის მეგობარიც, რომელიც გამოძიების ვერსიით, დანაშაულის ჩადენას უწყობდა ხელს.  „2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. „დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდისა და მისი მეგობრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.  გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საკუთარი დედა დანით მოკლა.  პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 34 წლის დედას, ცივი იარაღით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.   დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურამ დედის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენა. ადვოკატებმა კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვეს. პროკურატურამ დედის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს ბრალი წარუდგინა ადვოკატების ინფორმაციით, დედის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მისი მეგობარი კი დუმილის უფლებას იყენებს. თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად შემდეგი სასამართლო სხდომა, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  

შიდა ქართლის პოლიციამ ქალის გაგუდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი – თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მკვლელობა მოხდა. მეზობელმა კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი კაცი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.  

პროკურატურამ, ავლევში ქალის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შიდა ქართლის პოლიციამ ქალის გაგუდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, ბრალდებულმა მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით დაახრჩო. სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გარდა ამისა, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.  

პროკურატურამ მარნეულის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ბრალდებულმა დაზარალებულს ურთიერთშელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თან ნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. "მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", -აღნიშნილია ინფორმაციაში.  

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა, დარია დუგინას მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე დაასახელა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, (FSB) მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე დაასახელა.  უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ ეს არის უკრაინელი ბოგდან ციგანენკო, რომელიც ასევე უკრაინელ ნატალია ვოვკს ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში დაეხმარა და ქალს ყალბი დოკუმენტები გადასცა. FSB-მ მკვლელობის დამნაშავედ ადრე ვოვკი დაასახელა. „დუგინას მკვლელობა ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც რუსეთში ტრანზიტით ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს ჩავიდა და რუსეთის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა“, - ამის შესახებ დღეს FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა (CSP) განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ Europetime-ს ადგილობრივმა დაუდასტურა. როგორც ცნობილია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მეორე სასიკვდილოდ დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.  

პოლიციამ იმერეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვანში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს - 1982 წელს დაბადებულ დ.ჩ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.პოლიციამ გ.ზ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ვანის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა თანასოფლელს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პროკურატურა: გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 19-19 წლით თავისუფლება მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ავტომანქანაში მყოფ თანასოფლელის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 21 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეძენა, შენახვა, ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინათ. სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კიევის მახლობლად ქართველი ბიზნესმენის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

კიევის რეგიონში, ბელაია ცერკოვში, პოლიციამ კრიმინალური ჯგუფის წევრი დააკავეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. 39 წლის, რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპულიკის მოქალაქე, 52 წლის ქართველი მაგნატის ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ბიზნესმენი 2019 წლის 26 ნოემბერს კიევის ცენტრში გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ჭაში იპოვეს. კიევის რეგიონის პოლიციის უფროსის განცხადებით, ცივსისხლიანი მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით მოხდა. დაქირავებულმა მკვლელებმა მსხვერპლს მკერდსა და კისერში რამდენჯერმე ესროლეს.   

პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების ფაქტზე ერთ პირს, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ვ.გ.-მ პირადი დაპირისპირების გამო, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან ავტომანქანაში მყოფი გ.რ.-ს მიმართულებით გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „ვინაიდან ვ.გ. თავს არიდებს გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა 12 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო", - თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი ბრალდებულად ცნო. გზირიშვილს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიესაჯა. ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს, ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა

Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.  კიკეთში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ერთი კაცი, ხოლო დაჭრილები „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში არიან მოთავსებული.  კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია - შსს შსს მომხდართან დაკავშირებით, მეტ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ასევე უწყებაში არ აზუსტებენ სროლისას რამდენი ადამიანი დაიჭრა. შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია.    

მკვლელობა თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - იუწყება შსს.

დიდ დიღომში ქალი მოკლეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი მკვლელობის ადგილზე დააკავეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ი.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დიდ დიღომში ქალი მოკლეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. კონტაქტზე არ გამოდიოდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც აღნიშნული ბინის კარის საკეტის გაღება დაიწყეს, რა დროსაც კარი შიგნიდან გააღო ი.ზ.-მ და გაქცევას შეეცადა. მან წინააღმდეგობა გაუწია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა მაშველებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მისვლამდე მოახერხეს მისი შეჩერება. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს – 1982 წელს მ.ს.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს.  პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცმა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.  "ბრალდებულს სურ ამ ეტაპზე დეტალებზე არ ვისაუბრო. მან გარკვეული სახის ჩვენება მისცა, გამოიკითხა მოწმის სახით. ხოლო, როგორც ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია," - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ბენია.  დიდ დიღომში ქალი მოკლეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს  

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა კაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კახეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

თელავში, მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 30 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა: თელავში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ამასთან, გამხვეტელაშვილმა ჩადენილ ქმედებაში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ პროვოცირებას მარიამ გამტკიცულაშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაბაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც წუხელ ბათუმის ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა „მედცენტრი“ ადასტურებს.  ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდაა. Europetime-სს შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.  

ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს

ბათუმში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა.   ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (19-109-ე მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს) და 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.  ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.  

კახეთში მკვლელობა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა კაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პროკურატურამ დის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს", - ამის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატმა, ლალი ჩაველაშვილმა განაცხადა. პროკურატურამ დის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინა „არის ძალია შოკურ მდგომარეობაში, რაიმეს გადმოცემის არანაირი უნარი არ აქვს, მძიმე სტრესი აქვს მიღებული და ამ საკითხზე ვერ ლაპარაკობს, ვერაფერს ამბობს. საქმის მასალებს ვეცნობი და შემიძლია გითხრა, რომ ბრალს არ ეთანხმება, შესაბამისად, იყენებს დუმილის უფლებას“,- განაცხადა ადვოკატმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

დის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ეს არ არის განზრახ დანაშაული

"დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული", - კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულის ადვოკატმა განაცხადა. კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა "დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული. ამ ეტაპზე, გარკვეულ ნაწილადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არის გაუფრთხილებელი დანაშაული, რომლის ნიშნებიც იკვეთება ამ კუთხით. დაცვის მხარეც უკვე მომავალში გადაწყვეტს განაჩენების გასაჩივრების საკითხს" - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

პროკურატურამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს. ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა 17 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ყვარელში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ყვარელში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.  

ზუგდიდში 13 წლის მოზარდი მოკლეს

ზუგდიდში 13 წლის მოზარდი მოკლეს. ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარს წინ, სავარაუდოდ თანატოლებს შორის დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. რადიო „ათინათის“ ფოტო

17 წლის ბიჭს, რომელსაც 15 წლის საბა მამფორიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ბიჭს, რომელსაც 15 წლის საბა მამფორიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად პატიმრობა შეუფარდა.  ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მამფორიამ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ არასრულწლოვანს ორი ჭრილობა მიაყენა. დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. დაკავებული არასრულწლოვანი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.   

თერჯოლაში, სუპერმარკეტში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.  შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, კაცმა კი დაზიანებები მიიღო. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს  

The Washington Post: ჯონ ბოლტონისა და იციკ მოშეს მკვლელობას ერთი დამკვეთი ჰყავს

ამერიკულმა გამოცემამ, The Washington Post-მა ირანის მიერ დაგეგმილ მკვლელობებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია საქართველოში საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშესთან დაკავშირებული გეგმაც, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა აღკვეთეს.  The Washington Post-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ იციკ მოშეს მკვლელობა იგივე პირს სურდა, რომელმაც აშშ-ის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა.  ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვა ბრალად ედება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) წევრს, შაჰრამ პურსაფის. აშშ-ს ინფორმაციით, პურსაფიმ სოციალური ქსელების მეშვეობით დაიქირავა პირი, რომელსაც $300 000-ის სანაცვლოდ ბოლტონი უნდა მოეკლა, თუმცა, მისი გეგმის ერთ-ერთი მონაწილე ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) შენიღბული ჯაშუში იყო და მკვლელობა ჩაიშალა. ბრალდება პურსაფის შესახებ ცნობილი 2022 წლის აგვისტოში გახდა. აშშ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პურსაფის სურდა შური ეძია IRGC-ის ელიტური ჯგუფის, ყუდსის ძალების მეთაურის ყასემ სოლეიმანის ამერიკის მიერ მკვლელობაზე, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წლის დეკემბერში მოხდა. პურსაფი FBI-ის ძებნილთა სიაშია.  62 წლის იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია.  

შსს: რაჭაში, 35 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, 35 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა.  გავრცელბული ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ასევე, თანასოფლელები ყვებიან რომ მკვლელმა მეზობელს შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა და სწორედ ამ დროს მოკლა.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რააც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მდებარე ტყის მასივში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

იტალიაში, კაცმა ცეცხლი გახსნა - დაიღუპა 3 და დაიჭრა 4 ადამიანი

იტალიის დედაქალაქ რომში კაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ქალი მოკლა და ოთხი ადამიანი დაჭრა. 57 წლის ეჭვმიტანილმა კლაუდიო კამპიმ ცეცხლი, სავარაუდოდ, საბინაო დავის გამო გახსნა.  სამართალდამცავებმა კლაუდიო კამპი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით რომის მერმა, რობერტო გუალტიერიმ საგანგებო სხდომა მოიწვია და ინციდენტი "ძალადობის მძიმე ეპიზოდად” შეაფასა.  

კაცს, რომელმაც სავარაუდოდ, რძალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ კაცს, რომელმაც რძალი სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება. „საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატიურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, გააჩნდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თბილისში, ჯავის ქუჩაზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჯავის ქუჩაზე კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს სამინისტროდან აცნობეს. გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ ჯავის ქუჩაზე კაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.  

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, ქ. თბილისში, ი. პეტრიწის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებები ტარდება. „1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს. ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და თბილისში დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებს შსს.

შსს ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალებს ავრცელებს

პოლიციამ თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 1964 წელს დაბადებულ ვ.ქ. დააკავა.შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა“. „დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაზე დეტალებს ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებულ ორმოში მოთავსა და ხის ტოტებით დაფარა, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

შსს-ს ცნობით, მესტიაში მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. მათ 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებს შსს.  უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.  

საგარეო უწყება, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობას არ ადასტურებს

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს. ტელეკომპანიის ცნობით, მას სხეულზე მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო მუდმივ კონტატქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და ვითარებას არკვევს.  

თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალებს ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ა. შ.-ს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის - გ. მ.-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ. ლ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და სხვა; აღებულია ბიოლოგიური მასალის და სხვადასხვა სახის საკვლევი ნიმუში; ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე ჩატარდა დათვალიერება და მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოკამერების შესწავლა; სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს ბრალი წარუდგინა. თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალებს ავრცელებს პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. „საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 იანვარს, ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ა.შ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ა.შ.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია განცხადებაში.  

Independent: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა

უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა, - ამის შესახებ დოკუმენტალისტი მწერალი, კრის უიპლი, უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით საკუთარ წიგნში წერს. „რუსეთის ინტერვენციამდე უკრაინაში ვიზიტისას აშშ-ის ცენტრალური დასაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ზელენსკის აფრთხილებდა, რომ რუსეთი მის მოკვლას გეგმავდა“, - ამის შესახებ გამოცემა Indepentent კრის უიპლიზე დაყრდნობით წერს. ამასთან, უიპლის ინფორმაციით, ბაიდენმა ბერნსს დაავალა, რომ ზელენსკისთვის რუსეთის შეთქმულებების ზუსტი დეტალები მიეწოდებინა. უიპლის ცნობით, ამ ინფორმაციამ ზელენსკი „გამოაფხიზლა“. ავტორის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობებიდან ორის აღკვეთა სწორედ ბერნსის მიერ უკრაინული მხარისთვის გაზიარებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.   

ბრალდებულმა ვაზისუბანში, მარკეტის მოლარეს რამდენჯერმე ესროლა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენეს. შემთხვევა 23 იანვარს ვაზისუბანში მოხდა. უწყების ცნობით, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, ბრალდებული და სუპერმარკეტის, მოლარე-ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ ბრალდებული 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დანაშაული 16-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ძალადობის და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს - პროკურატურა

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. ბათუმში, 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, 1 პირი დააკავეს - შსს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთ ხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საფრანგეთში, 2022 წლის აპრილში გაუჩინარებული, საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

ფრანგული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა ქართველი კაცის ცხედარი "ლუარა-ატლანტიკის" მანქანების ნაგავსაყრელზე ნახეს.  მედიის ცნობით, მამაკაცი 2022 წლის აპრილში გაუჩინარდა. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა 19-დან 22 წლამდე ასაკის 6 ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ცნობილია, სამი ფრანგი ეროვნებისაა, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციაში დანაშაული აღიარეს.     

პროკურატურა: სოფელ კარბში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარეს და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2022 წლის 10 ივლისს, სოფელ კარბში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ქვა ესროლა, რის შედეგადაც განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული, როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  

საფრანგეთში, 16 წლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა

საფრანგეთის, ქალაქ სენ-ჟან-დე-ლიუზში, სკოლაში, 16 წლის მოსწავლემ ესპანური ენის მასწავლებელი დანით მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც მედია წერს, მსხვერპლი 50 წელს გადაცილებული ქალია. პირველადი ინფორმაციით, მოსწავლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ღამის კლუბში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 25 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.  

თბილისში, საშუალო ასაკის კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს.  გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე პირია. როგორც ცნობილია, ეჭვიტანილი დააკავებულია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

დიღმის მასივში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დანით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის დააკავეს. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.  

სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება გასული წლის 24 ივნისს თბილისში მომხდარ ფაქტს. „სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, თბილისში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა სამ პირს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 25 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან ორზე მეტი პირის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

რა ახალი დეტალებია ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერისა და კრემლის პროპაგანდისტის აფეთქებაზე

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ვლადლენ თათარსკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდის“ მხარდამჭერი აგენტების მონაწილეობით. რუსული წყაროების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია სანქ-პეტერბურგის მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა, რომელიც უკვე დააკავეს. აფეთქება რუსეთში: დაღუპულია სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადლენ თათარსკი, არიან დაშავებულები „2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ თათარსკის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს აგენტების მონაწილეობით, რომლებიც ნავალნის ეგრეთ წოდებულ „ანტიკორუფციულ ფონდთან“ თანამშრომლობენ, რომლის აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა“, - ამტკიცებს უწყება. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდი“ რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. რუსული  მედიის თანახმად, გამოძიებას საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ტრეპოვამ კაფეში მიიტანა ყუთი თათარსკის ბიუსტით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება 2 აპრილს, ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა. აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადლენ თათარსკი ემსხვერპლა. რუსული მედია წერს, რომ მას, სავარაუდოდ, გადასცეს სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათ შორის ათის მდგომარეობა მძიმეა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, პეტერბურგელი დარია ტრეპოვა დაახლოებით ერთი თვის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მისი ქმარი დმიტრი რილოვი ამჟამად ემიგრაციაშია. 2022 წლის თებერვალში, ტრეპოვა და რილოვი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე. დმიტრი რილოვმა გამოცემა SVTV-ს განუცხადა, რომ ის და დარია უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მისმა ცოლმა აფეთქების შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Telegram-ზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა". უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო. ვლადლენ თათარსკის შესახებ მისი ნამდვილი სახელი იყო მაქსიმ ფომინი, Telegram-ზე 560 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ხშირად წერდა უკრაინში მიმდინარე ომზე. პროპაგანდისტი გასული წლის სექტემბერში, იმ ასობით დამსწრეს შორის იყო კრემლში გამართულ ცერემონიაზე, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოცხადდა. ბრიტანული Telegraph-ი 2 აპრილის საღამოს წერდა, რომ აფეთქება მოხდა კაფეში, რომელიც ერთ დროს ევგენი პრიგოჟინს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და პუტინის გარემოცვის წევრს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. 3 აპრილს, პრიგოჟინის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა მისი კომენტარი, რომლის თანახმად, კაფე გადასცა „პატრიოტულ“ მოძრაობას - „კიბერ ფრონტ Z", რომელიც ტერიტორიაზე სემინარებს ატარებდა. გავრცელებული ცნობებით, 2 აპრილს, ვლადლენ თათარსკი კაფეში მკითხველებს ხვდებოდა. ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში, რუსი პროპაგანდისტის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის საიდუმლო სამსახურები დაადანაშულა. უკრაინამ ამ ფაქტთან კავშირი უარყო.  

პროკურატურამ ფონიჭალაში მამის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მამას დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბაღდათის მუნიციპალიტეტში პირმა ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი, დაჭრა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

თერჯოლაში მკვლელობა მოხდა

თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

უზენაესმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას", - წერია პროკურატურის განცხადებაში.  

ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა, მკვლელობის სავარუდო მოტივად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, თანასოფლელმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა, რის გამოც მძიმედ დაჭრილი პირი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები უცნობია.  

პოლიციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

აშშ-ის ტეხასის შტატში კაცმა 5 მეზობელი მოკლა

აშშ-ის ტეხასის შტატში კაცმა ხუთი მეზობელი მოკლა. გავრცელებული ცნობით, სროლა 38 წლის მამაკაცმა გუშინ გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაიწყო. დაღუპულთა შორისაა 9 წლის ბიჭიც. ბრალდებული რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად, პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავა.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

ვერაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე, კაფე ლავერასთან იმყოფებოდა დასაცავ პირთან ერთად და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რომლის დროსაც მას შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და მის მიმართ რამდენჯერმა გაისროლა. მან ადგილიდან მიმავლა სცადა, ადგილზე მყოფმა ინსპექტორმა კი, შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება არ მისცა და რამდენჯერმა ესროლა მის ხელთ არსებული იარაღით, რომელსაც კანონის დარღვევით ატარებდა. „საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით  დგინდება, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა. „ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა  ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულია ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები და სხვა ობიექტები. გამოიკითხნენ ინციდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოპოვებული იქნა ინციდენტში მონაწილე პირების კუთვნილი ტანსაცმელი, შესადარებელი ნიმუშები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად დაინიშნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სხვა შესაბამისი ექსპერტიზები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს“, – განაცხადა პეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, გოგებაშვილის ქუჩაზე დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი წარუდგინეს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული “გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გარდაბანში მკვლელობა მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა, რასაც ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ცნობილია, კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.   

პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. ტროსით მოახრჩვეს. ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე მუხლის 3-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ხელვაჩაურში ძმის მკლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, 2 ივნისს ხელვაჩაურში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა.  

დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.თ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას - 1964 წელს დაბადებულ მ.თ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - იუწყება შსს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.  

შსს: ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე, 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში 16 წლის ლუკა აბულაძის მკვლელობის საქმეზე, სამი პირი დააკავა. ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა. უწყების ინფორმაციით, ზ.ს.-მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად სვლა განაგრძო. ლუკა აბულაძის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის თანამშრობლებმა რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დღეს იპოვეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. - ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი. ლ.ა. - ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით, მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები. გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს.-მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. - სთან ერთად სვლა განაგრძო. წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში  

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობაზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, 17 წლის ახალგაზრდამ 23 წლის კაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მოკლეს

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გუდაუთის რაიონში, ე.წ. კანონიერი ქურდი ტიმურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“ მოკლეს. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამ არხი RESPUBLICA იტყობინება. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. „საქმე“ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეა აღძრული,“ - წერს მედია. ტიმურ ახუბა ადრეც იყო „ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის.“ 2020 წლის დეკემბერში ის „აფხაზეთში „სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვისთვის“ დააკავეს.“ ახუბის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისშიც გავრცელდა.  

პროკურატურის განცხადებით, პირი, რომელმაც ქობულეთში 20 წლის კაცი მოკლა, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. „პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბრალდებულის საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: ოთხი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე; ერთი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე; ერთი, გამოსაკითხ პირზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 აგვისტოს, თბილისში, შპს ,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს თავის არეში დაზიანება მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.“ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.  

ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს

BBC-ის ცნობით, ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ეროვნული ასამბლეის წევრს, 59 წლის ფერნანდო ვილავიჩენსიოს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქალაქ კიტოში ღონისძიებას ტოვებდა. მისი გუნდის წევრმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ფერნანდო ვილავიჩენსიო ავტომობილში ჯდებოდა, როცა კაცი წინ გადაუდგა და თავში ესროლა. დაღუპულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ეკვადორის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ფერნანდო ვილავიჩენსიოს საპრეზიდენტო კამპანია უსაფრთხოებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბანდის ლიდერი ემუქრებოდა. ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს უნდა გაიმართოს.  

რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, თურქეთში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - მედია

თურქეთმა 2016 წელს  მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ Hurriyet თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემას თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დაკავებული ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია - FETO-ს მხარდამჭერია. თურქეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სტამბოლში დააკავეს. თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ანდრეი კარლოვი ანკარაში 2016 წლის დეკემბერში, გამოფენის - „რუსეთი თურქების თვალით“ გახსნაზე გამოსვლისას მოკლეს. კარლოვის მკვლელობის განაჩენი 2021 წლის მარტში გამოცხადდა. სასამართლომ ხუთ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რვა მსჯავრდებულს 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ექვსი ბრალდებული გამართლდა. დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.  

შსს თბილისში მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს აცხახდებს, რომ პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ვ.შ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.დ. და 1985 წელს დაბადებული ს.დ. დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.დ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო ს.დ.- ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ვ.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.  

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკლელობა მოხდა.  Europetime-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.  განახლება: Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბაჩანა კვარაცხელიას ინფორმაციით, თბილისში დოლიძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკველობის დროს, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. "სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე, ამ წუთას, ატარებს ყველ საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს,"- განაცხადა კვარაცხელიამ. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს შემაკავებელი ორდერი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ყველა ფაქტის შესწავლის შემდეგ მიეწოდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინციდენტის დეტალები უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

პრემიერი: 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია.“ „2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ხელი შევუწყვეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ვისწრაფით. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალას გვაძლევს ხალხის უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების” თითოეულ წევრსა თუ მხარდამჭერს, მთელ ჩვენს საზოგადოებას. ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. პირველი ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა!“ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.  

ომბუდსმენი: შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე, არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ავრცელებს, რომლითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. „შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ. მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები,” - ნათქვამია განცხადებაში.

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 9 ოქტომბერს, მიიღო. მოკლული გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქორწინების წინააღმდეგი იყო და გამტაცებლის ოჯახიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. მკვლელობაც გაქცევის მორიგი მცდელობის დროს მოხდა. მკვლელობა 6 ოქტომბერს მოხდა. ასლანოვმა 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა, რასაც რადიო თავისუფლებას უდასტურებს ასლანოვის მამა ადალათ ასლანოვი და ამბობს, რომ გოგო თითქმის ორი თვის განმავლობაში მათ ოჯახში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ ცალკე გამოძიება დაიწყო 150-ე პრიმა მუხლით.   ომბუდსმენი: შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი

კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ძებნილი დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი კაცი დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, 14 წლის გოგოს მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულებით ქორწინების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს. 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,“ - აცხადებენ შსს-ში.

მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა. გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. გოგოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ძებნილი 10 ოქტომბერს დააკავა.  

პროკურატურამ ბრალი მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,“ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. როგორც ცნობილია, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. პროკურატურამ ბრალი მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა  

მოკლული 14 წლის გოგოს მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა

14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას მამას, ისა შახმაროვას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კაცი რუსთავის პოლიციაში ჩვენებას გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში აძლევდა. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადებით, ის საქართველოში წლების განმავლობაში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შვილი მოუკლეს. მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა 14 წლის აითაჯ შახმაოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სამართალდამცველებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.  

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა - 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის - ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მოკლული 14 წლის გოგოს მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა  14 წლის აითაჯ შახმაოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სამართალდამცველებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.  

პროკურატურამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. „მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს. გამტაცებლის ბიძას და ბიძაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,” - აღნიშნულია ინფორმაციაში. 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის არგუმენტები მიიჩნია სარწმუნოდ და პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ასევე მოწმეებზე წვდომა. ადვოკატ არჩილ დვალიშვილის თქმით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გათვალისწინებითაც, ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000 - ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მიუხედავად იმის რომ ბრალდებულებს აღიარებითი ჩვენება აქვთ მიცემული, პროცესზე მათ სიტყვის თქმით არ უსარგებლიათ. საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედება. გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით, ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა, თუმცა, 27 წლის კაცის ნათესავებმა პოლიციას არ შეატყობინეს. შეგახსენებთ, პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლული აითაჯ შახმანოვას დედა და კიდევ ერთი ბიძა - მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა

საგარეჯოში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს 1990 წელს დაბადებული ბ.მ., რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.  უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

სკოლის მოსწავლემ რუსეთში, ბრიანსკის სკოლაში ცეცხლი გახსნა

ბრიანსკის სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. დაიღუპა მისი კლასელი, თავდამსხმელმა კი, თავი მოიკლა. ადგილობრივების ცნობით, მოსწავლემ სკოლაში დააგვიანა, კლასში შესულმა კი, ხუთჯერ ისროლა. მის მოტივებზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ტელეგრამის არხზე ადგილობრივები წერენ, რომ გოგო თანაკლასელების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბულინგის მსხვერპლი. კლასელებს შორის კონფლიქტის ვერსიას განიხილავენ სამართალდამცველებიც.  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ოთხი მოსწავლე, ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. იუწყებიან, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა.  

თბილისში კაცი მოკლეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.“ „პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

აჭარაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს განცხადებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე - 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

იტალიის ქალაქ პიზაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. მკვლელობა გასული კვირაში, პარასკევს, 12 დეკემბერს მოხდა, მომხდარის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს, 32 წლის პირს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.  

პროკურატურამ ვარკეთილში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს ბრალი წარუდგინა

ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 25 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით იცნობია. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.  

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისში მკვლელობა მოხდა  

რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. კლინიკა "რუსთავის" ექიმის, ხათუნა რევაზიშვილის ინფორმაციით, დაჭრილი 26 წლის კაცია. ის კლინიკაში შეიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით. „პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. საფანტით მიყენებული ჭრილობებია. პაციენტს უტარდება ლაბორატორიული კვლევები, რჩება კლინიკაში," - განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა. შსს-ს განცხადებით, რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლულია ოთხი პირი.  

რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი, ბრალდებულის ძმას ეკუთვნოდა. ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს. 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო  

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.  

რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც საქმის პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დანაშაული მოხდა. ოთხი პირის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი კი, აცხადებს, რომ გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. ადვოკატის თქმით, დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გარდა, სხვა მოლოდინი სასამართლოსგან დაცვის მხარეს არც ჰქონია. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი - გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე, პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე არ ჰქონდა. რაც შეეხება გირაოს შემადგენლობას, გუშინ მე გიორგი ორველაშვილთან შევათანხმე პოზიცია იმის თაობაზე, რომ თუ თანხის გადახდას შეძლებდა, მაშინ ამ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაგრამ გიორგი ორველაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, არც უძრავი ქონება საკუთრებაში აქვს. გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში არ იყო, ვინაიდან, დილის საათებში მოხდა [შემთხვევა]. რაც შეეხება ფსიქიკურ პრობლემას, გიორგის ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ შინაგანად ადამიანი შეიძლება, იქამდე მივიდეს, იმ ეჭვამდე, რომ რაღაც დოზით დაავადებულია. არსებობს შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადასტუროს იყო, თუ არა გიორგი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი. როგორც გიორგი ამბობს, სახეზე დაზიანება მიყენებული აქვს დაკავებამდე, რა ვითარებაში, ეს ჩემთვის უცნობია,“ - განაცხადა ელდარ გვალიამ. ინფორმაციისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული. კაცი ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა 10 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, შსს-ს ცნობით, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.  

თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე - 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. - ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი, ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო

პროკურატურის განცხადებით, კაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში ახალგაზრდა გოგო მოკლეს

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ახალგაზრდა გოგო მოკლეს. შემთხვევა დღეს, 28 თებერვალს, დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო.  

ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ იუწყება შსს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციო სასამართლომაც უვადო პატიმრობაში დატოვა

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც უვადოდ თავისუფლება აღკვეთილია. აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბეროზაშვილი დედ-მამის მკვლელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დაცვის მხარემ გაასაჩივრა. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს

სამართალდამცავებმა სამტრედიაში, მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულმა ქალმა ქმარი ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ხ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე - 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბოლნისში კაცის ცხედარი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბოლნისში, 33 წლის კაცის ცხედარი პოვეს. მედიის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაღუპულის ოჯახის წევრები „ტვპირველთან“ ამბობენ, რომ ცხედარი თანასოფლელებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს. მათი განცხადებით, დაღუპულს სხეულზე ძალადობის კვალი ჰქონდა და სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული.