უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მატი მაასიკასს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ შევსებული კითხვარი გადასცა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია, მისწრაფება, რომლისკენაც გზაზე ჩვენი ხალხი იბრძვის", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინსვლა ევროკავშირისკენ ხდება ძალიან ტრაგიკულ დროს, როდესაც ბევრი უკრაინელი, ვინც ევროპულ ღირებულებებს აფასებს, იღუპება. მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობას აერთიანებს, მიზანი, თავი იგრძნონ თანასწორად, ევროპის ნაწილად, ევროკავშირის ნაწილად.
ჩვენ გვჯერა, რომ მოვიპოვებთ მხარდაჭერას და გავხდებით გაწევრიანების კანდიდატი. შემდეგ დაიწყება ფინალური ეტაპი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს პროცედურა წარიმართება უახლოეს კვირებში და ეს იქნება დადებითი მოვლენა ჩვენი ხალხისთვის, იმ ფასის გათვალისწინებით, რაც მათ გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის ასევე გრძნობს თავს იმ გუნდის ნაწილად, რომელიც მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი უკრაინისთვის ძალიან რთულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ყველა გრძნობს ამ მომენტის უდიდეს მნიშვნელობას.
ამავე თემაზე