პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსული დეზინფორმაცია ფეხს ვერ იკიდებს და რუსეთს საინფორმაციო ომი წაგებული აქვს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, საქართველოშიც.
„ამ კუთხით დიდ რისკებს ვერ ვხედავ, გარდა უხერხულობისა, ზოგადად რომ გადაიცემა ესა თუ ის არხი და მაუწყებლობს საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოსახლეობის აზრის ჩამოყალიბებაზე რაიმე გავლენა დღეს მას არ აქვს. რისკი არ არის იმდენად დიდი, რომ ვსაუბრობდეთ რეგულაციებზე. რაც შეეხება ზოგადად რეგულაციებს, ეს არის ზოგადი პრობლემა, 21-ე საუკუნის პრობლემაა დეზინფორმაცია და სამწუხაროდ, დეზინფორმაციის ნაწილია, რომ საქართველოს სოლიდარობა უკრაინისადმი ყალბად არის წარდგენილი უკრაინული საზოგადოებისთვის. სწორედ ეს დეზინფორმაციაა, რომელსაც ჩვენი საზოგადოებაც შეუიარაღებელი ხვდება. არ არსებობს კარგი და ცუდი პროპაგანდა, არ არსებობს კარგი და ცუდი დეზინფორმაცია. ზოგადად, ცუდია ნებისმიერი დეზინფორმაცია. დეზინფორმაცია წარმომავლობის მიხედვით არ განისაზღვრება. რუსული დეზინფორმაცია ცუდია და ქართული დეზინფორმაცია კარგი – ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი დეზინფორმაციის მიზანი არის ადამიანებისთვის გონების არევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ფეხს ვერ იკიდებს დეზინფორამაცია, რომელიც ვრცელდება და ეს არის გახსნილი მედიასივრცის დამსახურება, რომ სიმართლე თავს უფრო იმკვიდრებს.
საინფორმაციო სივრცეს რომ ვაკვირდებით, ყველა ვთანხმდებით, რომ საბედნიეროდ, რუსული დეზინფორმაცია აშკარად აგებს და წაგებული აქვს საინფორმაციო ველი... საერთო ჯამში, ეს თუ საფრთხეა, შეიძლება, საფრთხე იყოს ქართული საზოგადოებისთვის და არა უკრაინული საზოგადოებისთვის. იგივე რუსული კომპანიების მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ უკრაინას არ ეხება. საბედნიეროდ, საინფორმაციო სივრცეს რომ ვაკვირდებით, ყველა ვთანხმდებით, რომ რუსული დეზინფორმაცია აშკარად აგებს და წაგებული აქვს საინფორმაციო ველი. ფეხს ვერ იკიდებს ის დეზინფორამაცია, რომელიც ვრცელდება და ეს არის სწორედ გახსნილი მედიასივრცის წყალობით, რომ სიმართლე თავის თავს უფრო იმკვიდრებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა და იქ არა მხოლოდ რუსული არხები აკრძალეს, არამედ საინფორმაციო პოლიტიკაც არის რეგულირებული.
- ჩვენ გვაქვს გახსნილი მედიასივრცე და რთულია სელექციური მიდგომა და შეზღუდვები. ეს სხვა საკითხია, რეგულაციის საკითხია. ზოგადად, მე მომხრე ვარ, რომ გარკვეული რეგულაციები იყოს, უბრალოდ, უნდა ვნახოთ, სად უნდა იყოს ზღვარი, რადგან გვინდა არ გვინდა, შევდივართ მედიასაშუალების შინაარსში და ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან გააჩნია როგორ შევხედავთ და ვინ შეაფასებს შინაარსს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი კანონმდებლობა და თუ რაიმე მოხდება, უნდა მოხდეს გამკაცრება, ეს არის დისკუსიის ნაწილი, ეს ვერ იქნება მორგებული ერთ მედიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.