სახელმწიფო დეპარტამენტი: სამხრეთ კავკასია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია

სამხრეთ კავკასია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია. Report-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უფროსმა მრჩეველმა კალებ ორმა სოციალურ მედიაში დაწერა.


„კასპიის ზღვის უფრო ფართო რეგიონი, მათ შორის, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია. ამ რეგიონში ინვესტირება და მისი მრავალი წლის განმავლობაში განვითარება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია,“ - აღნიშნა ორმა.