20 აპრილს, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ.
პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 10:30 საათზე გაიმართება.
ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.