თეგი: უსაფრთხოება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

შვედეთი და ფინეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, ამის შესახებ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს. „რუსეთის ომი სუვერენული ევროპული ერის წინააღმდეგ, საფრთხეში აყენებს ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. უსაფრთხოების ამ ცვალებად გარემოში ფინეთი და შვედეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თანამშრომლობას", - განუცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შვედეთსა და ფინეთს ძლიერი ისტორიული კავშირები და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის არის ერთობლივი წვრთნები და ინფორმაციის გაზიარება. აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და სკანდინავიური ქვეყნები „დაიწყებენ მკაფიო პროცესს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.  

სუს-ი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო კონტროლს ექვემდებარება

ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სუს-ში აცხადებენ, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ. მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის მოუსმენს

20 აპრილს, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ. პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 10:30 საათზე გაიმართება. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.  

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი

შვიდი ქვეყანა უკვე დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. იმავდროულად, უკრაინას ასევე სურს, მათ შორის იხილოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გააკეთა. „თითოეულ ქვეყანას თავისი ისტორია და პოლიტიკა აქვს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების გარანტორებს შორის გვსურს, ვიხილოთ ჩინეთი, ინდოეთი და შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც. მაგრამ ეს დამოკიდებულია ამ ქვეყნების პოზიციაზე. ჯერჯერობით, ჩინეთს საჯაროდ არ გამოუთქვამს მზადყოფნა მსგავსი მოლაპარაკებებისთვის. კონტაქტები, რა თქმა უნდა, გვაქვს“, - განუცხადა იერმაკმა მედიას. მისი თქმით, ბევრი სტრატეგიული პარტნიორი უკვე დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, ესენია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, იტალია და სხვა. დმიტრო კულება: უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად, გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი „ჩინეთი სერიოზული მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან და მე მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩინეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. მაგრამ ეს იქნება სუვერენული სახელმწიფოს პოზიცია“, - აღნიშნა იერმაკმა. 6 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით მთავრობის ოთხ წევრს, მათ შორის პრემიერს მოუსმენენ. „27 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.  

ხარკოვის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ხარკოვის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი რომან დუდინი, რომელიც თანამდებობას 2022 წლის მაისამდე იკავებდა, სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო ბიუროს პრესსამსახურმა უკრიანულ მედიას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დუდინი დააკავეს. მეტი დეტალი 12 სექტემბერს გასაჯაროვდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმრომან დუდინი თანამდებობიდან  29 მაისს გაათავისუფლა. ზელენსკიმ განმარტა, დუდინი სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან ქალაქის დასაცავად მუშაობის ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა.  

ერდოღანი: თურქეთს აქვს უფლება, თავისი უსაფრთხოება უზრუნველყოს

ვერავინ შეუშლის ხელს თურქეთს ისარგებლოს საკუთარი უსაფრთხოების უფლებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ერაყსა და სირიაში თურქეთის არმიის ბოლო ანტიტერორისტული ოპერაციების კომენტირებისას განაცხადა. „თურქეთს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი ქმედება ტერიტორიებზე, რომლებიც მის საზღვრებს გარეთ და შიგნით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონიშნა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სტამბულში გამოსვლისას. მისი თქმით, ოპერაცია Pençe Kilit-ის დაწყებიდან თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ ერაყში PKK/YPG-ის 480 ტერორისტი გაანეიტრალეს.