აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 რეისს ნიშნავს. დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:
"21 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი–მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი, გაფრენა 14:30
ნატახტარი–ამბროლაური გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20
28 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი –მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი- გაფრენა 14:30
ნატახტარი –ამბროლაური , გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20
ნატახტარი-მესტიის მიმართულებით 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.