ლე იუჩენგი: ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $140 მილიარდამდეა გაზრდილი

ჩინეთი „გააძლიერებს სტრატეგიულ კოორდინაციას“ რუსეთთან, რაც არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ  ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა, ლე იუჩენგმა პეკინში რუსეთის ელჩთან ანდრეი ივანოვიჩ - დენისოვთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთი გააგრძელებს რუსეთთან სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის, დაიცავს ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს და ხელს შეუწყობს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მშენებლობას”, - ნათქვამია ლე იუჩენგის განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა წლის პირველ კვარტალში და მიაღწია დაახლოებით $38,2 მილიარდს.

ბოლო წლებში ჩინეთმა გააძლიერა რუსეთთან ალიანსი და ორი ქვეყანა ერთმანეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა 2004 წელს $10,7 მილიარდიდან 2021 წლისთვის $140 მილიარდამდე, იტყობინება Carnegie Moscow Center-ი.

მას შემდეგ, რაც აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დაგმეს რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო და დაადანაშაულეს ქვეყანა ომის დანაშაულების ჩადენაში, ჩინეთი ცდილობდა უფრო ნეიტრალური პოზიციის დაკავებას.


4 აპრილს Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს.

ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.


ასევე წაიკითხეთ 

ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს