შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტისას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შთაბეჭდილებებს მიშელი Twitter-ის მომხმარებლებს უზიარებს.

,,შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან კიევში. სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ", - წერს შარლ მიშელი.

 

 


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა.

„შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.