უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 21 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 21 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში განადგურდა რუსეთის 829 ტანკი, 2118 ჯავშანტექნიკა, 393  საარტილერიო სისტემა, ხოლო 136- სარაკეტო სისტემა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

ჯო ბაიდენი: NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს