NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ფიქრობდა.
„იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. NATO არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს