„გილოცავთ ბატონო Emmanuel Macron, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს! “, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო.
ამავე თემაზე