ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი

NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. NATO-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ამასთან, ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს“, - განაცხადა კოლომინამ.


ასევე წაიკითხეთ: