NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს პარლამენტში იმყოფება.

ხავიერ კოლომინა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას მოუსმენენ.