შვეიცარიის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოსკოვსა და მინსკს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი შეზღუდვებით, იკრძალება რუსეთიდან ნახშირის, ხე-ტყის, ცემენტის, ზღვის პროდუქტებისა და იკრის იმპორტი.
ასევე იკრძალება იმ პროდუქტების ექსპორტი, რასაც რუსეთის წარმოებას გააძლიერებს. მათ შორის (რობოტექნიკა და ქიმიური პროდუქცია). ახალი შეზღუდვები ასევე, ეხება ფინანსურ სექტორსაც. ნებისმიერი მხარდაჭერა იკრძალება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენენ. ამასთან ბელორუსის მოქალაქეებისთვის, იურიდიული პირებისთვის და რეზიდენტებისთვის იკრძალება ფასიანი ქაღალდების მიყიდვა.
ახალი შეზღუდვები ძალაში 27 აპრილს კიევის დროით 19:00 საათიდან შევა ძალაში.
1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა.
15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ