რუსეთის ქალაქ ბელგოოდში, უკრაინის საზღვართან ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ, თვითმხილველებზე დაყრდნობით Reuters წერს.
ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი არაა დადგენილი, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი თვითმხილველის სახლში ფანჯრები დაზიანდა. ადგილობრივი მოსახლეობიდან არავინ დაშავებულა და არც მათი უძრავი ქონებაა დაზიანებული.
25 აპრილს, რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა.
მოსკოვი აცხადებს, რომ ბრიანსკში მდებარე ნავთობსაცავზე გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ