რუსეთი ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარ აფეთქებას იძიებს

მოსკოვი აცხადებს, რომ ბრიანსკში მდებარე ნავთობსაცავზე გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსული მედია იუწყება, რომ ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარი აფეთქება, ან აფეთქებები, შესაძლოა უკრაინის სარაკეტო თავდასხმების შედეგია. თუმცა, ეს ცნობები ოფიციალური წყაროებით ამ დრომდე არ დასტურდება.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საცავში ხანძარი მოსკოვის დროით 2:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის მასშტაბის მიუხედავად ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკის მოსახლეობა 400 000-ს აღწევს.

ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საკითხზე კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.


ასევე წაიკითხეთ