ამერიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის წინააღმდეგობამ რუსული ტირანიის მიმართ, უნდა შთაგვაგონოს.
„მიხარია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. რუსული ტირანიის მიმართ საქართველოს წინააღმდეგობამ უნდა შთაგვაგონოს. მე ამაყად ვდგავარ საქართველოს გვერდით“, - ნათქვამია სენატორის Twitter პოსტში.