"სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - ამის შესახებ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ბეროზაშვილმა აღნიშნა, დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა.
"სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - განაცხადა ბეროზაშვილმა.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.