ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ თვის გადაწყვეტილებას ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ 12 მაისს გამოაცხადებს. ხოლო ხელისუფლების გადაწყვეტილება 14 მაისს გახდება ცნობილი.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად. ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილ ვითარებაზე. საული ნიინისტემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მოქმედებებზე და სამხედრო სიმძლავრეების გამოყენებაზე, რაც შეშფოთებას იწვევს.

შვედური გამოცემა Expressen-ის ცნობით, შვედეთი და ფინეთი გეგმავენ NATO-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 17-21 მაისს.


25 აპრილს NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს.

ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.