რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი არ მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დაამატა, რომ უკრაინამ უნდა განსაზღვროს სამშვიდობო პირობები.
სატელევიზიო ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუ ის მოელოდა, რომ შეძლებდა უკრაინის ტერიტორიის მოპოვებას, საომარი მოქმედებების დასრულების გამოცხადებას და დასავლეთის ქვეყნების სანქციების მოხსნას.
„მას არ ეგონა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. მას არ ეგონა, რომ ჩვენ მათ ამდენ ხანს დავეხმარებოდით... ჩვენ არ გავაუქმებთ სანქციებს, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას უკრაინასთან“, - განაცხადა შოლცმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია არ მიღებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. „ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ამავე თემაზე