საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 4 მაისს, თბილისის დროით 02:43 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 

ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და მიწისძვრის სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. 

შეგახსენებთ, პირველ მაისს, თბილისის დროით 23:35 საათზე, დმანისთან, სოფელ სამებასთან მოხდა 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.