ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, მოლდოვისთვის ბოლო ორი წელი ძალიან რთული იყო COVID-19-ის პანდემიის და გაზის კრიზისის გათვალისწინებით, რასაც ახლა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგების გავლენა დაემატა.
„მოლდოველი ხალხის რეაქცია ლტოლვილთა კრიზისზე სამაგალითო იყო. ევროკავშირმა სწრაფად მოახდინა მხარდაჭერის მობილიზება, რათა დაეხმაროს მოლდოვას უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვაში. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ მოლდოვას გრძელვადიანი აღდგენა და გავზარდოთ მისი მედეგობა“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ასევე წაიკითხეთ:
ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი