5 მაისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმ კუთხით, რომ საკვანძო რეფორმებს ახორციელებს.
ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ხელის აწევით, ნათქვამია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა რუსეთის ომით მეზობელ უკრაინაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 450,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის შესვლით ომის დაწყების დღიდან - მათგან თითქმის 100,000 მოლდოვაში რჩება - ასევე, ვაჭრობის შემცირების და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გაზრდის გამო.
ამ მიზნით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, ახალი მაკროფინანსური დახმარების, სატრანსპორტო და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, პარლამენტი მიესალმება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, TEU-ს 49-ე მუხლის შესაბამისად და „დამსახურების საფუძველზე“. იმავდროულად, ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს განაცხადის შეფასება და უზრუნველყოს მოლდოვის სრული დახმარება, ვიდრე ეს პროცესი გრძელდება.
გაიზარდა შიში დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
რეზოლუცია ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც აპრილში არაერთი ინციდენტის მომსწრე გახდა, რაც ევროპარლამენტარების მიერ განიხილება, როგორც პროვოკაციების სახიფათო აქტები უსაფრთხოების უკიდურესად არასტაბილურ ვითარებაში. ისინი ასევე იმეორებენ პარლამენტის მხარდაჭერას „დნესტრისპირეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი პოლიტიკური მოგვარების მიმართ“, მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იქ განთავსებული რუსული ძალების გაყვანის ჩათვლით.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.