რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველი გათამაშების ჩემპიონი, პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, შავი ლომი Black Lion გახდა.
ევროპის სუპერთასის ფინალში „ლუზიტანუში“ „შავ ლომს“ დაუპირისპირდა. ქართველებისა და პორტუგალიელების შერკინების პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უმნიშვნელო სხვაობით დასრულდა (8:7), პორტუგალიელთა სასარგებლოდ. მალევე, 61-ე წუთზე, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმაც ზუსტად დაარტყა და „შავი ლომის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 11:17.
პორტუგალიელებმა თამაშის შემობრუნება სცადეს, „შავ ლომს“ შეუტიეს, ჯარიმა მოიპოვეს და სხვაობა შეამცირეს – 14:17. მატჩის მიწურულს პორტუგალიელებმა სცადეს ფინალის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ უშედეგოდ. ანგარიში აღარ შეცვლილია, „შავმა ლომმა“ პირველივე სეზონი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის სუპერთასის ჩემპიონობა იზეიმა.