გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში, 157 ხმით ჩეხეთი რუსეთის შემცვლელად აირჩია. CNN-ის ცნობით, კენჭისყრის დროს, ხმის მიცემისგან 23-მა თავი შეიკავა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა სამშაბათს იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ეს იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც რუსეთის შემცვლელად გამოცხადდა.
7 აპრილის, რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განაცხადა, რომ გენერალური ასამბლეა „შეაჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებათა უხეშ და სისტემატურ დარღვევას სჩადის“.