იუსტიციის სამინისტრო: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, ისარგებლოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე.

მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 ასევე წაიკითხეთ:

კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო დახმარების გაწევასა და უფლებების დაცვაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას