თბილისის აეროპორტში მგზავრს ნახევარი კილოგრამი მარიხუანა აღმოუჩინეს - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და  სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად,  500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და  273-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას და დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა/გადაგზავნას გულისხმობს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს.