უზბეკეთმა და ყაზახეთმა სარკინიგზო მიმოსვლა განაახლეს

უზბეკეთმა და ყაზახეთმა ორი წლის წინ შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს. 

15 მაისიდან სამგზავრო მატარებელი „ნუკუსი-ბეინეუ-ნუკუსის“  მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. 16 მაისიდან მატარებელი „ალმათი-ტაშკენტ-ალმათის“ მიმართულებით იმოძრავებს. 

ყველა მგზავრმა ყაზახეთის საზღვარზე COVID-19-ის ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინოს. 


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყაზახეთი ტვირთების გადასაზიდათ ალტერნატიულ მარშრუეტებზე მუშაობს. ამ დრომდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა. 

„ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და კორიდორები საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთებისთვის. სამინისტრომ მიიღო ოპერატიული ზომები, იმისთვის, რომ ტვირთების მოწოდების ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა აღკვეთოს“, -  განაცხადა კაირბეკ უსკენბაევმა. მისი თქმით, საექსპორტო ტვირთების ახალი მარშრუტი ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იქნება ორიენტირებული. 


ასევე წაიკითხეთ