ტაჯიკეთში, 12 მაისს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში მომავალ კვირას კომისიის შეხვედრა დაიგეგმა, სადაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტიზაციის საკითხი განიხილება. ამის შესახებ რუსული მედია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანზე დაყრდნობით წერს.
„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან შევთანხმდით, საზღვრის დელიმიტიზაციის კომისიის შექმნაზე. ამასთან, ვგონებ მიღწეულია შეთანხმება რუსეთის ვიცე-პრემიერთან ალექსეი ოვერჩუკთან, რომ 16-17 მაისს, მოსკოვში ამ საკითხებზე კომუნიკაციის მიზნით შეხვედრა იგეგმება. ამასთან, მოსკოვში მხარეები ზაერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტიზაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზეც ილაპარაკებენ“, - ამის შესახებ ტაშკენტში, არარატ მირზოიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.
ცნობისათვის, ბრიუსელში 6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის შეხვედრისას გადაწყდა, ბაქოსა და ერევანს შორის ორმხრივი კომისიის შექმნის საკითხი, საზღვრის დელიმიტიზაციისთვის. კომისიის პირველი სხდომა აპრილის ბოლოს უნდა გამართულიყო.