ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს: თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანასა და მის გამთლიანებაზე

„თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული უნდა გავხდეთ ყველა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ის, მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი: არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში