დავით ზალკანიანი: დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში

"დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში", - განაცხადა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ზალკანიანის თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევებზე.

„დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში. მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევებზე. მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ომის 12-ე წლისთავთან დაკავშირებით, ესტონელი პარტნიორების ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ისევე როგორც ეუთოს, ევროპის საბჭოს მინისტერიალებსა და მაღალი დონის ღონისძიებებში“ - აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყების ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, წლის განმავლობაში მიღებული იქნა არაერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის: - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში და გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ; - გაიზარდა მხარდამჭერების და თანასპონსორების რაოდენობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის - “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდა/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” მიმართ; - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული 21-ე და 22-ე ანგარიშები - „კონფლიქტი საქართველოში“; - ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; - ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები; - პირველად იქნა მიღებული ეუთო-ს ე.წ. ხუთეულის განცხადება (ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომდევნო სამი წლის თავმჯდომარე ქვეყნები), რომელიც გასული რამდენიმე წლისგან განსხვავებით, უფრო საფუძვლიანად ეხმიანება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემატიკას .

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავლისათვის მთავარ ამოცანებად რჩება ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ესკალაციის პრევენცია და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის აღკვეთა. მისი თქმით, მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და აქტიურად იქნება გამოყენებული მოლაპარაკებების ყველა არსებული ფორმატის.

ზალკანიანის განცხადებით, ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების შეუზღუდავი წვდომა.

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში პასუხისმგებელ პირებს მოეკითხოთ პასუხი. ვმუშაობთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისთვის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა .