NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებს ბერლინში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ომი მოიგოს“. მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ პუტინი უკრაინელების თავდადებითა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით გაოცებულია.
„პუტინის მიმართ ჩვენი გზავნილი ასეთია: მათ დაიწყეს ყველაზე სასტიკი, ცინიკური ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და პუტინი ალბათ განცვიფრებულია უკრაინელების თავდადებითა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანი და დავეხმარებით უკრაინას ამ ომის მოგებაში. მილიარდობით ევროს დახმარებით, სამხედრო მარაგების გადაცემით, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერით, უკრაინელი ხალხის სიმამაცით, მათი თავდადებითა და ჩვენი დახმარებით, უკრაინა შეუძლია, ეს ომი მოიგოს“, - განუცხადა მირჩა ჯოანამ მედიას.
გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს.